დაბა ურეკში მხიარული სტარტები – „სპორტი არამხოლოდ თამაშია“ გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ჭანიშვილთან ერთად დაესწრო.
შეჯიბრში გამარჯვებულები, სიგელებით და თასებით – მერის წარმომადგენელმა, დავით რობაქიძემ და საკრებულოს დეპუტატმა, დავით ჭაკნელიძემ დაასაჩუქრეს.
I ადგილი – ირაო
II ადგილი – ავაზა
III ადგილი – მართვე
სპორტული აქტივობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და სპორტული ინტერესის ამაღლების მიზნით, ურეკის საჯარო სკოლის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.