პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა სამედიცინო პერსონალის დანაშაულია – გეგეჭკორი

”ვივამედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ პაციენტის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროვება მათი ნებართვის გარეშე მოხდა. პარალელურად სარჩელი უნდა შეიტანოს მათ წინააღმდეგ ვინც ეს გააკეთა. სხვანაირად სრული პასუხისმგებლობა პაციენტის კონფიდენციალურობის დარღვევაზე ეკისრებათ მათაც, პენიტენციალურ სისტემასთან ერთად.
პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა არის სერიოზული დანაშაული სამედიცინო პერსონალისთვის.
მარტივად რომ აგიხსნათ, ჰოსპიტალში გადაღებულ თქვენს პირად ფოტოზეც კი რომ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის, პაციენტის იდენტობის შემცველი ინფორმაცია, მაგალითად სახელი მონიტორზე, ან რომელიმე კვლევის ნაგლეჯი სახელით ფოტოზე და ასე შემდეგ, ამას მოყვება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
უცოდინრობის ასეთი რა ხარისხი გჭირთ რომ თქვენი უფლებები და მოვალეობები ანაბანის დონეზეც კი არ იცით?”
წერს კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე.

პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share