არც ფიქრის, აღარც განსჯის დრო აღარაა-აქ და ახლა უნდა ვუშველოთ საქართველოს:
– გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი!
– ღირსეული პატივი მივაგოთ უკრაინაში სამშობლოსთვის შეწირულ ქართველ გმირებს!
– არ დავუშვათ ქვეყნის დასავლური ორბიტიდან საბოლოოდ მოწყვეტა!
ერთად, ყველა შესაძლო კონსტიტუციური გზით, წინ აღვუდგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამომთხრელ ამ პროცესს!
მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი და დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან ქვეყნის გადარჩენის კრიზისული გეგმის შესამუშავებლად და შესასრულებლად.”
წერს არმაზ ახვლედიანი თავის Facebook გვერდზე.
დღეს პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.
სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამ კადრების გავრცელება “სისხლის სამართლის დანაშაულია, პატიმრის თანხმობა არ იყო.”