ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ წერს:
”რამდენი საერთაშორისო სტანდარტი, კანონი, რეგულაცია დაარღვია საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა, იუსტიციის სამინისტრომ, ექიმებმა, ამას დაითვლის თავის დროზე შესაბამისი ტრიბუნალი, დარწმუნებული ვარ. ბოლოსდაბოლოს, ლათინური ამერიკის და აფრიკის ვერცერთი მძვინვარე და სადისტი დიქტატორი ვერ გაექცა შესაბამის დასასრულს და ვერც ქართული გაექცევა; ასეთია “ჟანრის” ლოგიკა, მაგრამ ამ ყველაფრის ინტელექტუალურ მხარდამჭერებს რა გეშველებათ?
არ ხართ ბიძიკო თქვენ ჯანმრთელები, სერიოზული ფსიქიური პრობლემები გაქვთ, განუკურნებელი.”- წერს გურული.