სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის სამედიცინო კლინიკაში გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, ეს კადრები გადაღებულია ა.წ. აგვისტოდან მოყოლებული დღემდე. ბოლო კადრები თარიღდება 12 დეკემბრით.
ვიდეოკადრებს სრულიად საზოგადოება სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მათ შორის იყო ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, რომელმაც დაწერა, რომ მსგავსი კადრების გასაჯაროვება არ შეიძლება.
“ვნახე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ჯერ ერთი, ამ 2 თვისწინინადელი კადრების გამომზეურება ნამდვილად არ შეიძლება, მეორეც, ვერ მივხვდი, რისი მომცემი იყო და რისი თქმა უნდოდა ამ ვიდეომონტაჟით უწყებას და მესამეც, ვერც ეს ყბადაღებული სიმულაცია დავინახე, ვერც მსჯავრდებულის უავადმყოფობა.
ის კარგად ჩანს, რომ სამედიცინო გარემო ნამდვილად კარგია, მაგრამ არის კი საკმარისი, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას? წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უმძიმეს შედეგებს მოიტანს” – წერს გოგა ჩანადირი. მის პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა, განსხვავებული შეფასებებით. მათ შორის, ვინც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა იყო რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელმაც კომენტარში აღნიშნა:
“მორჩი რაააა! ეგ შენ მისგან განაწამებ ოჯახებს მოახსენე!!! დიდ სამსჯავროზე, ეს პირუტყვი ჯოჯოხეთში მოხვდება, შიგ კუპრში!”
resonancedaily.com