”ამ კადრებმა მე კიდევ ერთხელ შემახსენა ერთი რამ, რას გადავრჩით როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება დაამთავრა. იმიტომ რომ იმაზე არ გაჩერდებოდნენ რაც მათ გააკეთეს. როცა ვუყურებ ამ ფსიქოტიპს ამ კადრებში იქ კიდევ ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ მხოლოდ 20% ჩააბარა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა რუსეთის ფედერაციას, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლეს და არა ათასობით პატიმარი, რომ მხოლოდ ათიათასობით კაცს წაართვეს ქონება და არა ასიათასობით ადამიანს და ასე შემდეგ. მგონი ბედნიერები უნდა ვიყოთ ამით, იმით რომ 2012 წელს დამთავრდა ერთხელ და სამუდამოდ ეს უბედურება და მათ აღარ აქვთ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა” –
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.