ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
„ფაქტობრივად, მოსამართლე არევაძე კი არ იხილავს იმას, რომ გაათავისუფლოს ან გადაუვადოს სასჯელი ბატონ მიხეილ სააკაშვილს, არამედ განიხილავს, მიუსჯის მას სასიკვდილო განაჩენს თუ არ მიუსჯის. ახლა გაისინჯა ჩემს თვალწინ სიცხე, 38-ს ზევით ჰქონდა. მინდა ვუთხრა, მოწინააღმდეგე მხარეს, რომ ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის, თუმცა არ ჩაიარა სააკაშვილის ჯანმრთელობის მხრივაც ამან უკვალოდ და მდგომარეობა ამ კადრების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.