ბრიტანული გაზეთის, Sunday Times-ის კოლუმნისტმა პიტერ კონრადიმ გადაწყვიტა უკრაინის ომის ათი თვე გაეანალიზებინა და დათვალა ოცი მნიშვნელოვანი შედეგი მსოფლიოსთვის.
ავტორი თავის სტატიაში მაგალითებს და ახსნა-განმარტებებს ურთავს თითოეულ პუნქტს, თუმცა ჩვენ უბრალოდ ჩამონათვალს გთავაზობთ იმისა, თუ რა გამოიწვია ბრიტანელი ჟურნალისტის აზრით რუსეთის ომმა უკრაინაში:
- დაასუსტა პუტინი და რუსეთი;
- გააცოცხლა ბირთვული ომის შიში;
- გაზარდა ყურადღება ტაივანის პრობლემის მიმართ;
- მათ ხელი შეუწყო ინფლაციას და გაფიცვებს ბრიტანეთში;
- 14 მილიონი უკრაინელი გახდა ლტოლვილი;
- შექმნა ახალი რუსული დიასპორა საზღვარგარეთ;
- გაზარდა შეშფოთება აფრიკაში შიმშილის თაობაზე;
- მოახდინა რუსეთის ეკონომიკის იზოლირება;
- გაართულა ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ხდება რუსეთში;
- აიძულა დასავლური სამყარო მეტი ეფიქრა ენერგიის დაზოგვაზე;
- გააძლიერა ნატო;
- დაიწყო წარმოდგენის ფორმირება მომავლის ომებზე;
- აჩვენა ქარიზმატული ლიდერის როლის მნიშვნელობა;
- ბოლო მოეღო გერმანულ პაციფიზმს;
- მოგება მოუტანა იარაღის მწარმოებლებს;
- განამტკიცა უკრაინელების ეროვნული იდენტობა;
- გაანადგურა კავშირები რუსეთთან სპორტში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში;
- ცივი ომის საფრთხე მიიტანა არქტიკაში;
- დააგრძელა საჰაერო მარშრუტები ევროპასა და აზიას შორის;
- გამოიწვია ჩელსის საფეხბურთო კლუბის მფლობელის ცვლილება.