ბათუმში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დაიწვა

ბათუმში, დღეს, 21 დეკემბერს, “ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთი ფილიალი ნაწილობრივ დაიწვა. ცეცხლი ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე, 5-სართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულ ფილიალში გაჩნდა.

ხანძრის შედეგად დაზიანდა ინვენტარი, ჩაიმსხვა მინები.

მომხდარის შედეგად დაშავებული არავინაა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share