დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.
,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზე ფასიც 2022 წლის ბოლოს ყველაზე მეტად გაიზარდა:
- სიმინდის ფქვილი – 83.8%-ით
- ხახვი – 63.9%-ით
- კარტოფილი – 47.3%-ით
- ნამცხვარი – 36%-ით
- ვაფლი – 38.5%-ით
- პომიდორი – 33.6%-ით
- მდოგვი – 33.4%- ით
- შესქელებული რძე – 33%-ით
- ტომატ-პასტა – 29.1%ით
- წიწაკა – 26.8%-ით