“მტრის ნომერ პირველი სამიზნე ყველა უკრაინელია – ყველა ქალი, ყველა ბავშვი”- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკის თქმით, რუსეთის სამიზნე ყველა უკრაინელია. ამასთან დაკავშირებით მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“თუ კარგად დააკვირდებით, ცხადია, რომ რუსების სამიზნე ყველა უკრაინელია: ყველა ქალი, ყველა ბავშვი.

ის ადამიანები, ვინც, კრამატორსკიდან ევაკუაციის დროს დაიღუპნენ, პრეზიდენტის ოჯახის წევრები არ იყვნენ, ისინი უბრალოდ უკრაინელები იყვნენ. ასე რომ, მტრის ნომერ პირველი სამიზნე ყველა ჩვენგანია”,-თქვა ოლენა ზელენსკამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share