ოზურგეთში დღეს მესამედ გახსნილ”ალტინფოს” დამფუძნებელთა უმრავლესობა მუნიციპალიტეტის “დასუფთავების სამსახურის” თანამშრომლებია.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ამ ორგანიზაციის აქტივისტებმა აცნობეს.
ერთერთი მათგანის, ბაქარ დოლიძის დაფიქსირება ჟურნალისტებმა დღეს შეძლეს.
ოპოზიციაში ამ ფაქტს ‘ქართული ოცნებიდან’ ზეწოლით ხსნიან.
მთავარი ოპოზიციური პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროპუტინისტური ორგანიზაცია მმართველი პარტიის ფრთაა და ის ხელისუფლებისაგან განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.
“აქედან გამომდინარე დასუფთავების სამსახურში” ამ დღეებში მიმდინარე წმენდისას, როცა რამდენიმე ათეული ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან, ბევრი მათგანი იმ პირობით დატოვეს, რომ “ალტ ინფოს შეუერთდებოდა”
აცხადებენ ოპოზიციაში.
ოფისი წუხელ გვიან ღამით გაიხსნა,რამაც მეზობლად მცხოვრებთა და ადგილობრივი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
დღეს ადგილზე მისულ სამოქალაქო აქტივისტებს თავს სასულიერო პირი მამა ვახტანგ თოხაძე “ალტინფოს” აქტივისტებთან ერთად დაესხა.
ვახტანგ თოხაძემ გაამართლა, თავის ოფიციალურ განცხადებაში, უკრაინაში რუსების მიერ მშვიდობიანი ადამიანების ხოცვა-ჟლეტა და არასრულწლოვანების მასიური გაუპატიურებები და თქვა, რომ ის მხარს პუტინს უჭერს.