“რაც ჩვენ რუსეთის უკრაინაში შეჭრით დავინახეთ, ისაა, რომ ის ისეთი უგუნური გახდა, როგორსაც თქვენ 8-10 წლის წინ არ მოელოდით” – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პუტინთან დაკავშირებით NBC News-ის ეთერში განაცხადა.
”პუტინი ყოველთვის სასტიკი იყო, როგორც საკუთარი ხალხის, ასევე სხვების მიმართაც. ის ყოველთვის ის ადამიანი იყო, რომელიც მუდამ გარყვნილებით, უკმაყოფილების გამოხატული გრძნობითა და ეპიკური ნაციონალიზმით იყო აღსავსე. რაც ჩვენ რუსეთის უკრაინაში შეჭრით დავინახეთ, ისაა, რომ ის ისეთი უგუნური გახდა, როგორსაც თქვენ 8-10 წლის წინ არ მოელოდით, თუმცა ამის საფრთხე ყოველთვის არსებობდა”, – თქვა ობამამ.