გურიის მოამბე

“გასაოცარი დემოკრატია-იძებნება სამართალი”

ოზურგეთის საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი, ნათია შარაშენიძე, რომელიც მისი ძმის, სამხედრო პირის, ხვიჩა შარაშენიძის დაკავებიდან დღემდე, უკვე მეორე წელია საქმეში არსებულ შეკერილ ბრალდებასა და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებზე წერს, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც დიპლომატიური კორპუსისთვის გადაცემულ ბევრ საეჭვო გარემოებაზე გადაცემულ ინფორმაციაზე წერს:

“რამდენიმე თვის წინ თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს განცხადებით მივმართე, წარვუდგინე თავდაცვის სამინისტროს ტიტულიან (ნომრიან) ბლანკზე ამობეჭდილი ყალბი დოკუმენტი და ვთხოვდი გაერკვია და ჩარეულიყო კომპეტენციის ფარგლებში, მიპასუხა ძალიან ოპერატიულად, ვაიმე ეს რა წარმოგვიდგინეთ-ო და ჩემი განცხადება შსს-ში გადააგზავნა(მაცნობა), გავიდა რამდენიმე თვე და ისევ მივწერე მინისტრს რა გიპასუხათ შსს-მ ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, მაცნობეთ მეთქი და მიპასუხა ძალიან სწრაფად, მხოლოდ პასუხი გაგაოგნებთ, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღიაო (6 თვე გავიდა), თქვენ თუ პასუხი გაინტერესებთ დაეკონტაქტეთ იმ უწყებას და იკითხეთ ამბავიო, #თავდაცვის სამინისტრო, კი მაგრამ თუ ამ დრომდე პასუხი არ მიგიღიათ, არ გაინტერესებთ ვინ გამოიყენა უწყების ნომრიანი ბლანკი, კიდევ რამდენი ასეთი ტიტულიანი ბლანკია გამოყენებული ყალბად და რისთვის? ასე ფარდის ჩამოფარებით და გავერიდო იქნებ ასე ავიცილო ამბით, გახვალთ ფონს? მივწერე #სახალხო დამცველს, წარვუდგინე ყალბი დოკუმენტები, მიპასუხა სწრაფად, კი ბატონო შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებსო, გადავაწერეთ სს დეპარტამენტსო, მაგრამ მთავარ საგამოძიებო უწყებას ჩვენ ვერაფერს ვეტყვით, ჩვენ ვერ ჩავერევით, ამის უფლება არ გვაქვსო, მითხარით ამ ქვეყანაში სადაც მოსამართლე დაკვეთებზე მუშაობს, პროკურატურა დაკვეთებზე მუშაობს, შსს დაკვეთებზე მუშაობს, სახალხო დამცველი არსებობს, მაგრამ ვერაფერში ვერ ერევა, როგორ ვიპოვოთ სამართალი, სერიიდან: გასაოცარი დემონკრატია

#იძებნება სამართალი!!!
პ.ს. მე ავდექი და ყველა ეს დოკუმენტი გადავუგზავნე დიპლომატიურ კორპუსს, სხვა გზა არ დამიტოვეთ.”-წერს შარაშენიძე.
ცნობისთვის, ხვიჩა შარაშენიძე 2018 წელს ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
 შარაშენიძე ორმა სამოქალაქო ფორმაში ჩასმულმა პირმა სახლიდან ისე გაიყვანა, რომ არც კონკრეტული მიზეზი აუხსნიათ მისთვის და არც ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა, 7 საათის განმავლობაში. მას სასამართლო პროცესზე მოსმართლის გადაწყვეტილებით 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
“მოსამართლე მაია კვირიკაშვილი განაჩენს კი არ კითხულობდა, ხმა ჩავარდნილი იჯდა და ჩურჩულებდა, ისე რომ დარბაზში მყოფებს არაფერი გვესმოდა. ეხლა რაც შეეხება საქმეს და ამ ხნის განმავლობაში ვიყავი ჩუმად, რომ ჩემი აქტიურობით ხელი არ შემეშალა საქმისთვის. . აი ასეთი მართლმსაჯულება გვაქვს ჩვენ წინა წლების საბუთით გაასამართლეს ადამიანი, სამხედრო, ოფიცერი, ამ ქვეყნის ჯარისკაცი რომელმაც 3 ომი გამოიარა და ქვეყნის ღირსების დაცვას შეალია წლები. “- წერდა მაშინ ნათია შარაშენიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 79
    გრიგოლია: როცა ხელისუფლება მძევლის პოლიტიკურ გემოვნებას არკვევს, არ ადარდებს მისი ბედიTV პირველის წამყვანი, ინგა გრიგოლია Facebook-ზე ეხმაურება ხელისუფლებისა და სამთავრობო მედია "იმედის" მიერ საქართველოს ბანკში მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიას დისკრედიტაციის მცდელობას. ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველს" "პერვი კანალი" უწოდა. "როდესაც ხელისუფლება ხარ, მძევლები ჯერაც ტყვეობაში არიან და შენ მედიას ებრძვი, ერთი სული გაქვს მიახრჩო, ელაპარაკები ზიზღით და დაწერილი…
    Tags: და, არ, ამ
  • 73
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ
  • 69
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, არ
  • 65
    „ოცნება“ თვითონ ვერ კრებს ხალხს და ვითომ კორონაზე დარდობს – ნიკა გვარამია „ენმ-ს“ აქციაზე„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ძალიან მრავალრიცხოვან და შთამბეჭდავ აქციას ბათუმში: არჩევნები არ არსებობს საარჩევნო კამპანიის გარეშე; საარჩევნო კამპანია არ არსებობს დიდი შეკრებების და მიტინგების გარეშე (განსაკუთრებით, ბოლო ფაზაში როცა შედის); არჩევნები, სადაც ამომრჩეველი ბოლოსკენ “დუხზე…
    Tags: და, არ