გურიის მოამბე

“ეს ვირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“–ზურაბ გურული

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ facebook-ში კორონავირუსთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

“დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ.

სინამდვილეში ხდება ეს:

დასავლური, განვითარებული მედიცინის გამო, განვითარებულ ქვეყნებში მკვეთრად მოიმატა მრავალი თანმდევი დაავადებით მცხოვრებმა ასაკოვანთა სპექტრმა. კორონავირუსმა ძირითად სამიზნედ კი სწორედ ეს სპექტრი აირჩია, რითაც ფსიქოლოგიურად დაარტყა განათლებისა და პროგრესის საყოველთაო კონცეპციას. მიზანი ერთია, პლანეტამ უნდა დაიჯეროს, რომ ხსნა არ არის პროგრესში; რომ ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნები უკეთ აკონტროლებენ ხალხთა მასებს და შესაბამისად პანდემიას, დრაკონული მიდგომებით.

ეს ვირუსი მხოლოდ ბიოლოგიური იარაღი არ არის; იმავდროულად ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული. პარალელურად კომპიუტერული ვირუსიცაა, რადგან უკვე სამი თვეა სტატისტიკა ვერ დაალაგა მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ და სიტუაციაზე ჩინელი ექიმების სახელდახელოდ გამომცხვარი, ფსევდოკლინიკური სტატიებით მსჯელობენ. ამ სტატიებმა კი უკვე წალეკა მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ჟურნალები.

არ აჰყვეთ პანიკას. მშვიდად, ძალიან მშვიდად და საოცრად ფრთხილად უნდა დავიცვათ პატარა საქართველო. ეს ყველა ჩვენთაგანის ვალია. გონივრულად უნდა გადავანაწილოთ რესურსები, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევძლოთ “სანგარში” ჯდომა, სანამ საარტილერიო კანონადა გადაივლის.“– წერს ზურაბ გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 73
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 73
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 67
    ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
    Tags: და, რომ
  • 62
    "ხალხს კი უნდა მოცილება ამ მთავრობის, მაგრამ".... გურულები მოახლოვებულ არჩევნებზესაქართველოში, ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ცალსახად ადასტურებს, რომ მოსახლეობას ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეცვლა სურს. სხვადასხვა რეგიონებში, გამოკითხულთა ნაწილი ნომერ პირველ პრობლემად სიღარიბეს, უმუშევრობას, ლარის კურსის ვარდნას და პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს ასახელებენ. რას ფიქრობენ გურიაში, სურთ თუ არა მათ ცვლილებები ხელისუფლებაში და რა განმარტებებს აკეთებენ მათ გადაწყვეტილებაზე, " გურიის მოამბემ"…
    Tags: და, არ, უნდა, ეს