“არ ვარგა ვინმეს მოტყუება, რომ კორონა ყველაზე უარესი პანდემიაა, არც თავის მოტყუება, რომ ,,კორონა არ არსებობს”

არ არსებობს ზომიერებაზე მოსაწყენი რამ, მაგრამ ადამიანის ცხოვრება ასე აეწყო, რომ საზოგადო ყოფაში ეს მოსაწყენი რამ დიდად საჭიროა.
აგერ, ხუთი თვის წინ ფეხსაცმელს რომ მეზობელ სადარბაზოში ვტოვებდით, ინფექციის შინ მიტანის შიშით და დღეს ლამის იმ ფეხსაცმლით გაჯიუტებულ ვახტანგურებს ვსვამთ – ეგ არ ვარგა.
არ ვარგა ექიმების ღმერთად გამოცხადება, მათი მცირე კრიტიკის გამო სხვისი გუნდური მოძახილით მიწაში დამარხვა გუშინ და ახლა იგივე ექიმების დაუნდობელი კრულვაც არ ვარგა.
არ ვარგა ვინმეს მოტყუება, რომ კორონა ყველაზე უარესი პანდემიაა, რაც მსოფლიოს უნახავს და არც თავის მოტყუება, რომ ,,კორონა არ არსებობს”.
არ ვარგა იმის ძახილი, რომ ქართველებს არაფერი მოგვეკარება და არც ის ვარგა, თავზე ნაცარს რომ წავიყრით, ა, ახლა მორჩა და დავიქეცითო. ხანაც ფარული სიხარულით წავიყრით ამ ნაცარს – ეგ ყველაზე მეტად არ ვარგა.
არც გამარჯვების ცეკვა ვარგა მწვერვალზე ასვლამდე და არც დამარცხების გლოვა ძირს დანარცხებამდე.
არც ის ვარგა, ამ ჭკვიან ხალხს მე რომ ჭკუას გარიგებთ, მაგრამ ჩუმად რომ ვიყო, ისიც ხომ არ ვარგა?!
ჰოდა, ვიყოთ ზომიერები, ყველა ნაპირზე, იქითაც და იმის იქითაც. ზომიერები, როცა საქმე ერთმანეთს ეხება. თორემ ისე რომ ზომიერება ყველაზე მოსაწყენი სპორტია, თავიდანვე მოგახსენეთ.
ადამიანი მოიგებს ამ ომს.
გიორგი კეკელიძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 81
    "ახლა, როცა ამ წერილს ვწერ..."- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილსპარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
    Tags: და, რომ, არ, ამ
  • 79
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 79
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 75
    დეკანოზი ლომიძე მეუფის iPhone-ზე: ამ ვნებას საერთო არ აქვს ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან"ამ ვნებას საერთო არ აქვს ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან"- ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ Facebook-ზე დაწერა. მეუფე ნიკოლოზმა iPhone-ს შესახებ რამდენიმე თვის წინ დაიწყო საუბარი, მისი თქმით, ტელეფონი ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით უნდა. გარდა ამისა, მან ისაუბრა, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი არ აქვს, რადგან უკვე 12 გამოვიდა, ამის შემდეგ ერთერთმა მაღაზიამ მისთვის ბოლო…
    Tags: და, არ, რომ, არც, ამ