ალბათ ბევრ თქვენგანს მოსწონს და უფრო ეკომფორტულება ბალიშის გარეშე ძილი, მაგრამ კითხვაზე, თუ რა მოხდება ბალიშის გარეშე რომ დავიძინოთ, პასუხის გაცემა მხოლოდ კვალიფიციურ ექიმ-ექსპერტებს შეუძლიათ – ორთოპედს, სომნოლოგს, ნეიროფიზიოლოგს და ა.შ.
ბევრმა ექსპერტმა იმუშავა ამ საკითხზე და შეისწავლეს პროცესი თუ რა ხდება, როდესაც ბალიშის გარეშე გვძინავს. ამ საკითხს აქტიურად განიხილავდნენ სპეციალისტები მაიკლ ტეტლი, ელენა ცარევა, დენის გროსი და სხვები. ისინი ერთ საკითხზე შეთანხმდნენ – არის შემთხვევები, როდესაც ბალიშის გარეშე ძილი დადებითად მოქმედეს ჩვენს ჯანმრთელობაზე და პირიქითი შედეგების მოცემაც შეუძლია, ანუ მოგვაყენოს ზიანი.
მედიცინაში არის შემთხვევები, როდესაც არ არის ბალიშზე ძილი საჭირო და პირიქით, აუცილებელიც კია არ გამოვიყენოთ ის და ეს არის ახალდაბადებული ადამიანი 1-2 თვის მანძილზე. ექიმები მკაცრად გვირჩევნ, რომ ლეიბის ქვეშ ან ზევიდან ჩვილს ბალიში არ დავუდოთ თავქვეშ, რადგან ამ ასაკში ხერხემალი ძალიან რბილია, ადვილად ფორმირდება და შეიძლება ხელი შევუწყოთ მის მოხრას.
რა ზიანს გამოიწვევს ბალიშის გარეშე ძილი?
● 1 წლის ასაკიდან აუცილებელია ბალიშის გამოყენება დავიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა გაჩნდება.
● ძილის ქრონიკული უკმარისობა, ლეტალგია, კონცენტრაციის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე.
● ხვრინვა. როდესაც თავი სწორ ზედაპირზე დიდხანს გვიდევს, ის ცვლის სასუნთქი სისტემის მუშაობას და იზრდება ხვრინვის რისკი.
● ოსტეოქონდროზი (თანაბარი საწოლი ამ დაავადების განვითარების პროვოკატორია. განსაკუთრებით საშიშია ბალიშის გარეშე ძილი მათთვის, ვისაც ზურგის პრობლემები უკვე აქვს)
● იშემიური ინსულტი (დაავადება ხდება იმის გამო, რომ საძილე აქსესუარის არარსებობის შემთხვევაში, ხერხემლის პოზიცია ხდება არასწორი, სისხლი არ მიედინება არტერიებში და ხდება შიმშილი)
გარდა ბალიშის გარეშე ძილისა, ჯანმრთელობას ზიანი შეიძლება არასწორად შერჩეულმა ბალიშმაც მიაყენოს. ის არ უნდა იყოს არც ძალიან რბილი და არც ძალიან მყარი. ასევე, ყველაზე “სასარგებლო” ხერხემლისთვის არის საძილე ორთოპედიული ბალიშები, რომლებზეც ხერხემალი სწორ ანატომიურ მდგომარეობაში მდებარეობს.
http://intermedia.ge/