2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების წმინდა ამონაგები 438 მილიონ ლარს შეადგენს

საპენსიო სააგენტო  საინვესტიციო სამსახურის დეკემბრის თვის ანგარიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით: “2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 438 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 361 ათასი ადამიანია.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,969 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,546,950.01 ლარს შეადგენს.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share