მერაბიშვილი იყო ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში – სკანდალურ განცხადებას ნიკა მელია “რეაქციის” პირდაპირ ეთერში აკეთებს.
“მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 7 წელის ჰქონდა მას სამარტოო საკანში გატარებული და გულში ჩავიკარი. სახლშიც ვესტუმრე რამდენჯერმე. 2020 წელს არჩევნებზე ვარ გლდანში, გამარჯვების შანსი არსებობს, ისეთი სიტუაციაა, ბიძინა ივანიშვილიც კი მოვიდა იარჩევნების დღეს, ოფისების გადაწვა და იარაღებით დადგომა მიდის. მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ვანო მერაბიშვილი ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. კონკრეტულ ადამაინებთან. 10-მდე ადამიანთან გადიოდა თურმე კონტაქტზე, დატოვეთ საარჩევნო შტაბი და იქნებ არ დაეხმაროთ ნიკა მელიასო. გამომინახეს საერთო წერტილები. ამ ადამიანებს ყური რომ ეგდოთ მერაბიშვილისთვის, ეს არჩევნები ჩაიშლებოდა, მდლობა ამ ადამიანებს”. – ამბობს ნიკა მელია.