მოსალოდნელია თუ არა პურის ფასის ცვლილება-ქვეყანაში ფქვილის, დაახლოებით, სამი თვის მარაგია

მისივე თქმით, ახალი წესებისთვის საჭიროა სპეციალურმა სამსახურმა სამი გაიდლაინი მოამზადოს.

„ამ წლის მეორე ნახევრიდან ახალი რეგულაციები შემოდის, ეს რეგულაციები დროულია. პურის დამზადებაში წესები შემოდის, რომელიც დაცული უნდა იყოს. ეს არის სანიტარულ-ჰიგიენური წესები, ტექნოლოგიური პარამეტრები, ყველა მანქანა-დანადგარებზე ახალი წესები იქნება. მინდა შესაბამის სამსახურს მივმართო, რომ ტრენინგები ჩაატარონ, რომ ამ ხალხს რას ვთხოვთ, იცოდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია მომზადდეს სამი გაიდლაინი, რომელიც აჩვენებს მცირე, საშუალო და დიდი წარმოებისთვის რა მოთხოვნებია. შესაბამისად, ამ გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნები იქნება. გასული წლის ბოლოს მიგვიწვია სურსათის უვნებლობის სამსახურმა, სადაც ეს საკითხი გაჟღერდა და თქვეს, რომ ეს ე.წ. ჰასპის კანონმდებლობა ყველგან დაინერგება“,- განაცხადა დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

ამასთან, დოლიძის თქმით, საქართველოში ფქვილის მარაგის რაოდენობა დაახლოებით, 60 000 ტონაა, რაც მისი გათვლებით სამი თვის მარაგია.

„ქართული ფქვილის საშუალო ფასი და რუსეთიდან შემოსული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს დაუახლოვდა და 70 ლარის ფარგლებში იყო. დღეს დაახლოებით, 5 ლარით შემცირდა ფქვილის ღირებულება. საქართველოში ჯერ არის გარკვეული მარაგი სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს მარაგი შექმნილია. მე ვიცი, რომ დაახლოებით, 60 000 ტონაზე მეტი ხორბალი და ფქვილია შემოსული. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მარტის თვემდე აქ თავის ტკივილი ფასებზე და წარმოებაში არ იქნება. რა თქმა უნდა, პრობლემები წარმოებაში გვაქვს, კვალიფიციური მუშახელის ძალიან დიდი გადინებაა, საუბარია ხელფასებზე. აგრეთვე, ძალიან გაძნელებულია დისტრიბუციის საკითხები ქალაქის გადატვირთვის გამო. კარგი იქნება, კვების პროდუქტებზე ღამის მიღებები დაწესდეს“, – აღნიშნა დოლიძემ.

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის განმარტებით, დღეს პირველი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით 66-67 ლარია და ისინი პურის ფასზე ცვლილებას არ ელოდებიან.

„რაც შეეხება ფქვილს, ფქვილის მარაგი არის – 60 000 ტონაზე მეტია, ეს დაახლოებით, სამი თვის მარაგია. თუ შევადარებთ გასულ წელს, ამ მხრივ წლევანდელი წელი ბევრად უკეთესია იმიტომ, რომ მაშინ ფიქსირდებოდა 500 დოლარამდე ხორბლის ღირებულება და ახლა ეს ფასები შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ეს კიდევაც აისახება ფქვილის ღირებულებაზე. დღეს პირველი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით, 66-67 ლარია. ასევე, პურის ფასზე ცვლილებას არ ველოდებით“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share