“ფაქტებით გამყარებას საჭიროებს ბრალდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცილისწამებაა” – ხაინდრავა ზურაბიშვილს

რეჟისორი, გოგა ხაინდრავა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ქ-ნო პრეზიდენტო! ვიდრე საკუთარი ქვეყნის მთავრობას საჯარო პრეტენზიას განუცხადებთ, იქნებ მარტივ ჭეშმარიტებაში გაერკვიოთ, რომ: ფაქტებით გამყარებას საჭიროებს ბრალდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცილისწამებაა – ანუ სანქციების გვერდის ავლა! არ გეკადრებათ!“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

ცნობისთვის, დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის მომხრე არ არის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share