ოზურგეთის ”მერცხალის” წარმატებები 1967 წელს

ოზურგეთის ”მერცხალის” სასიხარულო შედეგები
ასპარეზობაში თავდაპირველად 23 გუნდი ჩაება,შემდგომში ორი გუნდი (ტყვარჩელი,ზუგდიდი,) გამოეთიშა შეჯიბრებას და საბოლაოდ გათამაშების ცხრილში 21 გუნდმა გაინაწილეს ადგილები.
საქართველოს ჩემპიონმა მახარაძის“ მერცხალმა“ 42 შეხვედრიდან მოიგო 24, ფრედ დამთავრა 14 და წააგო მხოლოდ 4 მატჩი(სხვა გუნდებმა 9-20 მატჩი) გაიტანა 58 და თავის კარში მიიღო 23 ბურთი(ყველაზე ნაკლები) დააგროვა 62 ქულა და 3 ქულით გაუსწრო უახლოეს მეტოქეებს ზესტაფონის“მეტალურგს“ და წალენჯიხის“კოლმეურნეს“,  რომლებიც მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ,მოდევნო ადგილებზე არიან:“დურუჯი“ (ყვარელი) „სინათლე „ (თბილისი) „კოლხეთი“ (ცხაკაია) „მესხეთი“ (ახალციხე) ფიზკ.ინსტიტუტი (თბილისი)“ლოკომოტივი“( სამტრედია) „განთიადი“ (ბორჯომი) და ა.შ.
ამ დიდ წარმატებას“მერცხალმა“ გუნდის ყველა წევრის ერთსულოვანი მონდომებით,კოლექტიურობით, ყველა რგოლში გამოცდილი ფეხბურთელებისა და უნარიანი ახალგაზრდა სპორტსმენების კარგათ განაწილებით,მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლინების, შერწყმისა და გამოყენების შედეგად მიაღწია,გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით რომ ყველა ფეხბურთელი,ნამდვილად შექების ღირსია,თვითეულმა მათგანმა ღირსეულად დაიმსახურა გულშემატკივართა პატივისცემა და მოწონება.
თანაბრად, საიმედოდ ჩაატარა მთელი სეზონი მეკარემ გულო ჩემინავამ,რომელიც მახარაძის გუნდში დახელოვნდა,ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად,იგი რესპუბლიკურ პირველობაზე მონაწილე მეკარეთა შორის უკვე ერთ-ერთი უძლიერესია, მონდომებას არ იშურებდა შემცვლელი მეკარე ჰამლეტ დობორჯგინიძეც.
გუნდის ყველაზე მყარსა და ძლიერ რგოლს წარმოადგენდა დაცვა;მთელი სეზონის მანძილზე დაცვის ხაზმა სტაბილური,ურთიერთშეთანხმებული თამაში გვიჩვენა რის შედეგადაც ყველაზე ნაკლები ბურთი გაუშვა, ჩვეულ შეუპოვრობითა და აზრიანად თამაშობდნენ ვეტერანები
გალორდი ზურაბიშვილი და ზურაბ მარგველაშვილი. მათ კარგად ედგნენ მხარში გამოცდილი მოთამაშეები ანტონ დუმბაძე,ენვერი დოლიძე,მაგრამ, უდავოა რომ არა მარტო დაცვის ღერძს, არამედ მთელი გუნდის სულსა და გულს წარმოადგენდა 20 წლის ლერი თურმანიძე,რომელიც ორი სეზონია თამაშობს „მერცხალში“ ეს შესანიშნავი მონაცემების ახალგაზრდა ფეხბურთელი მეტად საიმედოდ მოქმედებდა დაცვაში და ამსთან დროულად და აქტიურად ეხმარებოდა თავდასხმელებს,ყოველთვის ასწრებდა იერიშებში მონაწილეობის მიღებას,ჰქმნიდა მწვავე მომენტებს მოწინამღდეგეთა საჯარიმო მოედანზე,ხშირად წარმატებით ამთავრებდა პარტნიორების წამოწყებულ კომბინაციებს, აღსანიშნავია რომ თურმანიძეს თავდამსხმელ ა.ნინუასთან ერთად ყველაზე მეტი(11-11) ბურთი აქვს გატანილი და თითქმის ყველა გოლი თავური დარტყმით!
ბოლო მატჩებში მონაწილეობა მიიღო და კარგად ითამაშა ახალგაზრდა დურმიშხან თავბერიძემ,რომელიც ლაშეს საკოლმეურნეო გუნდიდან იქნა გადმოყვანილი.
ასევე კარგად იყო შერწყმული ძველების გამოცდილება და ახალგაზრდების ენერგია ნახევადაცვის ხაზზეც,ჯერ კიდევ შარშან გამოიჩინა თავი და წელს უკვე ძირითადში მტკიცედ ჩადგა ნაოფიერად მოქმედებს 20 წლის ნოდარ ჩხარტიშვილი.
მოწონებას იმსახურებს მაღალტექნიკური პაპუნა ნემსაძის თამაში.მათ ვეტერან იური ურუშაძესა, დავით არობელიძესა და ბორის კუპრაძესთან ერთად სათანადოდ გამართეს ნახევარდაცვა.
თავდასხმის რიგებში იყვნენ დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები მუდამ შეუპოვრად მოთამაშე სწრაფი გარემარბი ანზორ ვახრამოვი.მაღალ ტექნიკური და ტაქტიკური თვისებებით აღჭურვილები ავთანდილ ნინუა და თამაზ სალუქვაძე,მათ კარგად აუბეს მხარი ნიჭიერმა როლანდ ისიანმა,რომელიც საუცხოო დისპეჩერად მოგვევლინა,და ახალგაზრდა სოსო გოგოტიშვილმა, რომელმაც ჯერ კიდევ შარშან შეცვალა ვეტერანი ს. დუმბაძე, კარგი მონაცემები გამოავლინა 18 წლის სულიკო ანთიძემ.
პირველ წრეში თამაშობდნენ,აგრეთვე ალბერტ ბაჩუკაშვილი(გადავიდა წალენჯიხის) გუნდში და რ. მანელიშვილი(დაბრუნდა ბათუმის“დინამოში“)
რაც დრო გადის,ფეხბურთში სულ უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მწვრთნელს,მისი როლი განუწყვეტლივ იზრდება ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელი მიხეილ გორდელაძე სწორედ თანამედროვე მწვრთნელთა კატეგორიას ეკუთვნის,მას შესანიშნავი ტაქტიკური აზროვნება,გამჭრიახობა სათანადო ტაქტი და აღმზრდელობითი თვისებები ახასიათენბს,ჯერ კიდევ „მერცხალში“ თამაშის დროს გამოირჩეოდა მ.გორდელაძე ტაქტიკური სიახლის ადვილად ათვისებით, დახვეწილი ინდივიდუალური ტექნიკით ,მოედნის კარგად ხედვით.ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულმა უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტს თავისი ძირითადი პროფესიისადმი“ღალატი“ ჩადენინა და მიდვრიდან გასვლის შემდეგ ის არ მოცილებია თავის გუნდს ჯერ დუდე მასხულიასთან შემდეგ ბიძინა ტაბიზესთან ერთად წვრთნიდა“მერცხალს“ხოლო გასული წლის სეზონის დასაწყისიდან კი დამოუკიდებლად ჩაიბარა გუნდი საპრიზო მე-3 ადგილი 1966 წელს და საქართველოს ჩემპიონის საპატიო წოდება 1967 წელს
„მერცხალი“ წელს მარტო რესპუბლიკის ჩემპიონის წოდების მოპოვებით როდი დაკმაყოფილდა. იგი კვლავ (უკვე მერამდემედ) გახდა საქართველოს სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“ ჩემპიონი. მოიპოვა საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტისა და და გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ მიერ საიუბილეო დაწესებული სამახსოვრო თასი „ოქროს თავთავი“.მონაწილეობა მიიღო ამავე სახელწოდების საკავშირო თასზე გამართულ ასპარეზობაში,უკრაინის,სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა გუნდებთან..გავიდა საქართველოს თასის გათამაშების ფინალში(ფინალი აღარ შემდგარა,რადგან „მერცხალი“ იმხნად საკავშირო მატჩებში მონაწილეობდა).
კოტე გოგატაძე
სპორტსაზოგადოება „კოლმეურნის“ რაისაბჭოს თავჯდომარე, ფეხბურთის რაიონული სექციის თავჯდომარე. 1967 წელი გაზეთი „ლენინის დროშა“
ტექსტი იბეჭდება შემოკლებით
მოამზადა ხარიტონ ჩხატარაშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share