2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში საქართველოდან რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. კავშირის 5 ქვეყანაში ერთობლივად ზრდამ 205% შეადგინა.
ცნობისათვის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი აერთიანებს რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ყაზახეთში ფიქსირდება, სადაც გასულ წელს 166,800 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა რეექსპორტზე, წინა წელს – 29,095 მლნ აშშ დოლარის, ზრდა 473,2%.
რეექსპორტის მაჩვენებელში, რეკორდული ზრდით ყაზახეთს სომხეთი მოსდევს. კერძოდ, 2022 წელს საქართველოდან სომხეთში 402,266 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა რეექსპორტზე, 2021 წელს – 127,156 მლნ აშშ დოლარის, ზრდა 216,3%.
შემდეგია რუსეთი, სადაც 2022 წელს საქართველოს გავლით 115,496 მლნ აშშ დოლარის საქონელი მოხვდა, 2021 წელს – 55,090 მლნ აშშ დოლარის, ზრდა 110%.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან რეექსპორტმა 86,666 მლნ აშშ დოლარი შეადგინა ყირგიზეთში, წინა წელს კი – 27,087 მლნ აშშ დოლარი, აქ ზრდა 220%-ია.
ამასთან, რეექსპორტი გაზრდილია ბელარუსშიც. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს გავლით ქვეყანაში 24,639 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2021 წელს – 22,589 მლნ აშშ დოლარის, ზრდა – 9%.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების 5-ეულს, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებში 2022 წელს ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა:
ტოპ-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წელს ყაზახეთში რეექსპორტით გავიდა:
- მსუბუქი ავტომობილები – 104,453 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 41,057 მლნ აშშ დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – 3,481 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 3,077 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 2,877 მლნ აშშ დოლარი
სომხეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები – 144,762 მლნ აშშ დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა – 19,401 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული – 9,116 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები – 9,110 მლნ აშშ დოლარი
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით – 8,798 მლნ აშშ დოლარი
რუსეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები – 75,620 მლნ აშშ დოლარი
- ელექტრული წყალგამახურებლები – 12,607 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 6,096 მლნ აშშ დოლარი
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – 3,771 მლნ აშშ დოლარი
- ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში – 1,731 მლნ აშშ დოლარი
ყირგიზეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები – 70,952 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 3,235 მლნ აშშ დოლარი
- საფრენი აპარატები სხვა – 2,8 მლნ აშშ დოლარი
- თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები – 2,672 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 2,3 მლნ აშშ დოლარი
ბელარუსში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები – 6,442 მლნ აშშ დოლარი
- თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები – 4,513 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები – 4,163 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 1,540 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები – 1,492 მლნ აშშ დოლარი