ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი CNN-თან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ “ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს”.
მისი შეფასებით, ეს “ძალიან სამწუხაროა”.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გაავრცელა CNN-ის წამყვანის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაზე. ჟურნალისტმა რუსეთის მიერ სანქციების არიდების კონტექსტში თქვა, რომ ვრცელდება ინფორმაცია ამ კუთხითს საქართველოს დახმარებაზე.
კობახიძემ განაცხადა, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი კოორდინაციის ნაწილი იყო. მან მედია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ვიდრე ჩვენ გვკიცხავენ, EU-ს ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ასეულობით მილიონ ევროს უხდიან.