უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ბელგია უკრაინას 3 000 ტყვიამფრქვევსა და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს უგზავნის. ზელენსკიმ ბელგიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
“სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ გუშინდელი შეთანხმებების გარდა, ბელგია გვიგზავნის კიდევ 3000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს. მადლობა ალექსანდრ რედკო თქვენი ლიდერობისთვის”,-წერს ზელენსკი.