გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 27-28 იანვარს დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 26-28 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. 29-31 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 29 იანვრამდე ღამის საათებში ისევ უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი (-2, -4 გრადუსი), 29 იანვრიდან კი შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.