“მე არ ვარ მოსეირემე ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ”- ასე იწყებს საუბარს მსახიობი თამარ სხირტლაძე.
93 წლის მსახიობი განიცდის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ყველაზე მეტად რისიც ეშინია, ეს ძმათა სისხლისღვრაა და არ სურს , რომ ამ დღეს მოესწროს:
” ისე დავიღალე და ისეთი გულგატეხილი ვარ, მეცოდება ჩემი თავიც და ქვეყანაც. საღამოს რომ დავწვები და მახსენდება, ახლა ამ სიცივეში, გარეთ მიტინგზე დგანან შეცივებულები,გალურჯებულები, როგორც დედას , ისე მეცოდება თითოეული მათგანი. ვფიქრობ, ღმერთო, ისე არ მოხდეს, რომ ცივი ჭავლი მიუშვან მეთქი. ამ სიცივეში ეს ხომ სიკვდილი იქნება. შეიძლება, დაუსრულებლად ისმოდეს სა-ქარ-თვე- ლო? აუტანელია უკვე.ლამის შემჯავრდეს ეს სიტყვა. საქართველოსთვის რამე გააკეთონ, რამე მოიმოქმედონ.ყველას უფროსობა უნდა. სცენარი ხომ ყოველთვის ერთი და იგივე მეორდება. არაფერი იცვლება. სამი-ოთხი ადამინი რომ გარდაიცვლებოდა , გლოვას ვაცხადებდით..დღეს რომ დღეში 70 დამინაი კვდება და ამას აცხადებ,რა გებრძოლება,რა გემიტინგება. იბრძოლეთ იმისთვის, რომ ადამიანები პანდემიას გადაურჩნენ.
ორივე მხარეს მყავს საყვარელი ადამიანები. ვერცერთს ვერ ვიმეტებ, რომ ერთმანეთისკენ გაიწიონ და დანები გაუყარონ ერთმანეთს..არადა ქეთ მიჰყავთ ყველაფერი..ტირილს ვერ ვიკავებ..ორი ძმა ვერ შემირიგებია..
მე მოსეირე არ ვარ, ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ. რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდება მიშას ცუდად ყოფნა ან სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვარ მასზე შეყვარებული,ახლა ვლოცულობ, რომ არაფერი დაემართოს. მე რომ მთავრობა ვიყო, მიშა სააკაშვილს ისე მოვუვლიდი, ცივ ნიავს არ მივაკარებდი და ვათქმევინებდი, ხალხო , გაჩერდით , შედით პარლამენტში-მეთქი. მიშამ რომ უთხრას,შედით პარლამენტშიო, ხომ შევლენ,დასხდნენ და თავი გამოიჩინონ პარლამენტში , დაეხმარნონ სოფლებს.
93 წლის ვარ და მე უნდა ვტიროდე ქვეყნას?!” – ამბობს თამარ მაყაშვილი.