“მე იმ რეჟიმის პატიმარი ვარ…რომელიც პუტინს…ჩემი დატყვევებით…ერთგულებას უდასტურებს”– სააკაშვილის წერილი Le Monde-ში

“მე იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც ჩემი დატყვევებით პუტინს ერთგულებას უდასტურებს,”– ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების სახე და რეალური ზრახვები კიდევ ერთხელ ცხადყო.

“მე იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც ჩემი დატყვევებით პუტინს ერთგულებას უდასტურებს. პუტინს, რომელიც მე თავის მტრად მთვლის… კრემლის აგრესიულმა ომმა უკრაინაში, ქართული რეჟიმი აიძულა, თავისი რეალური სახე გამოემჟღავნებინა: მას ახლა ნამდილად სურს პუტინის გამარჯვება და მონაწილეობს მისთვის სანქციების თავიდან არიდებაშიც, როგორც ამას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს.

მე ციხეში ვარ მოჩვენებითი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომლის გადაწყვეტილებებსაც საერთაშორისო დონეზე მხოლოდ კრემლის დიქტატორული და იმპერიალისტული რეჟიმი აფასებს. საერთაშორისო ორგანიზაციების, დასავლეთის დიპლომატიური კანცელარიების, ევროპარლამენტის რეზოლუციების ყველა მოხსენება აჩვენებს, რომ საქართველო, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთში გამდიდრდა, ზურგს აქცევს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, რაც გეოპოლიტიკურად მხოლოდ ევროპასთან დაახლოების პროცესის შეჩერებასა და ქვეყნის რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ მოქცევას შეიძლება ნიშნავდეს. მეტიც, მინისტრები და პუტინის პროპაგანდისტები აქებენ საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელი დიქტატებისადმი მათ “წინააღმდეგობას”. მაშინ როცა მთელი მსოფლიო პუტინის რეჟიმს დევნის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის საქართველო აცხადებს, რომ მოსკოვთან საჰაერო კავშირების აღდგენა სურს,” – ამბობს სააკაშვილის ფრანგულ გამოცემასთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share