მოსამართლეების პროტესტი საჯარო ხდება – მიზეზი ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადება გახდა, რომლის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული შინაარსი და პათოსი რამდენიმე მოსამართლისთვის მიუღებელია.
მოსამართლეები კლანს ღიად პირველად დაუპირისპირდნენ და ერთობლივ მიმართვასაც ავრცელებენ.
გამიჯნული მოსამართლეების პოზიცია საერთოა – სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებს აგრესიული რიტორიკითა და ვენის კონვენციის შეხსენებით არ უნდა უპასუხონ.
როგორ უნდა შესუსტდეს კლანის გავლენები – ამაზე გამოსავალს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილი ამერიკის მთავრობას კლანის წევრების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
კლანი დასავლელ პარტნიორებს ღიად და აგრესიულად უკვე მეორედ უპირისპირდება. სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა დიპლომატები რამდენიმე თვის წინ, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროსაც დაადანაშაულა.
ტვ მთავარი