ფოტო – ლუკა კურტანიძე მონასტერში წავიდა

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს.

როგორც პოსტიდან ირკვევა, ის ბოლო ნახევარი წელია, ბორჯომში, მონასტერში იმყოფება და აქ იპოვა სულიერი სავანე.

„ეს პატარა ბიჭი აფხაზეთში ერთი მიზანდასახული მეოცნებე ადამიანია რომელმაც ტიტანური შრომის, თავგანწირვის და სამშობლო საქართველოსთვის აი ამ გამარჯვების ჟესტში შეკრა ერთიანი საქართველო! აფხაზეთი საქართველოა!! როგორ?! მე აფხაზი ქართველი ვარ ადათი და წესით იქ დავიბადე იქ გავიზარდე და მთელი ნახევარი საუკუნე მთელი მსოფლიო ქართული დროშის ქვეშ ფეხზე დავაყენე! რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი?! მსოფლიო ჩემპიონატზე 85 ქვეყნის წარმომადგენელი ერთად….

 

ოლიმპიურ თამაშებზე კი 200 ქვეყანა უყურებდა ფეხზე დამდგარი ქართული დროშის გამარჯვებას! დიახ! უფლის დიდებით შევძელი ექვსჯერ მსოფლიო ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონობა ასევე ექვსჯერ! ასამდე სხვადასხვა ტურნირების ჩემპიონობა! აი იმ პატარამ, აფხაზეთში დაბადებულმა, ქართულ აფხაზური ადათი და წესით გაზრდილმა, დიახ!ეს შევძელი ! აი ასე ერთ მუშტად შევკარი მთელი ერთიანი ძლიერი საქართველო!

ამ ტექსტს ვწერ ახლა არა იმიტომ რომ ვინმეს შევახსენო რომ მე ლუკა ელდარი ნოდარისძე კურტანიძე ვარ …. არა! უბრალოდ ბორჯომის ხეობაში ვარ ეს ბოლო ნახევარი წელი… ზუსტად 38 წელია ეს კუთხე მამზადებდა მსოფლიო მწვერვალების დასაპყრობად და პირველად მთელი ნახევარი საუკუნის შემდეგ ზუსტად დღეს 31 იანვარს მუხლმოყრილი მადლობა მინდა შევწირო წმინდა გიორგის სადგრის მონასტერში, უფალს მამაღმერთს და იმ ანგელოზს რომელსაც 1985 წელს აქ სადგრის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში შევთხოვე დიდი ოცნება… აი იმ პატარა ბიჭმა რომელიც გამზრდელი მამიდას ხელი ახვევია… მსოფლიო ჩემპიონობა! ზუსტად 17 წლის შემდეგ ახდა ეს ოცნებით შეთხოვილი ნატვრა…

პირველად თეირანში 2002 წ შემდეგ ნუიორკი2003… შემდეგ ბულგარეთში2017 შემდეგ მაკედონია2018, თბილისი 2019 და 2021 საბერძნეთი..მადლობა ამ საქართველოს ამ საოცარ კუთხეს სამცხე ჯავახეთის ულამაზეს მთებს ტყეს მდელოს რაც მთავარია აქ მაცხოვრებელ ხალხს….! მადლობა თითოეული გამარჯვებისთვის… მილიონი მადლობა ვერ გადაწონის იმ მადლს რაც ამ კუთხემ მომცა…

ეს მთელი ისტორიაა რომელსაც აქ ვერ დავტევ .. მადლობა შენ წმინდაო ზეციურო ანგელოზო რომელმაც შეისმინე ერთი აფხაზი ქართველი ბიჭის ოცნება და ის აქციე არამარტო მსოფლიო ჩემპიონად, არამედ მიეცი მთელი სამყარო რომელსაც სამშობლოსადმი უშრეტი სიყვარული ჰქვია! მადლობა! ეს დრო ეს თვეები აქ ვიპოვე სავანე ცილნაწამებმა, დაღლილმა… სულით დასერილმა… ზურგში დანა ჩარტყმულმა ისევ აქ იმ ანგელოზებს მივებარე რომ ისევ ახვსდგე და ისევ სამშობლო საქართველოსთვის ვიბრძოლო! სად?! ყველგან სადაც საქართველოს დიდება იქნება სადაც სამშობლო საქართველოსთვის თავგანწირვა იქნება საჭირო!! ბოლო ამუსუნთქვამდის უფლის სიყვარულით სამშობლო საქართველოსთვის! ამინ…. მადლობა ჩემო ულამაზესო სამცხე ჯავახეთის ულამაზესო კარო ბორჯომის ხეობავ, უფლისა და ანგელოზთა სავანევ… მადლობა შენ იმედისთვის….“ – წერს კურტანიძე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share