“რაც შეეხება იმას, რა დატოვა ბიძინა ივანიშვილმა. ერისკაცმა დატოვა ის, რომ ყველას მისცა იმ პოლიტიკური მოქმედების გამოსწორების საშუალება, რომელიც იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო. რაც შეეხება პოლიტიკურ ველს. გაერთიანებულ ოპოზიციაში ისეთი სუსტი ხალხია, რომ ამას ყველაფერს ხედავს საზოგადოება. მათ რომ ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში, არავინმა არ იცის რა მოხდება. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” ეს არის ის გუნდი, ის ხელისუფლება, სადაც ცოცხლობს ყველასათვის „ქართული ოცნების“ ასრულება-გაერთიანებული, მთლიანი საქართველო. სანამ იცოცხლებს ქართული ოცნების ასრულება, მე მანამ ვიქნები მათ გვერდით. ქველმოქმედი, რომელიც დღემდე აგრძელებს უამრავი პროექტის განცორციელებას, სხვა ისტორიაში არ გვყავს”. -ამბობს კურტანიძე ტვ “ფორმულასთან”.