საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, – ამის შესახებ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ი „ტვიტერზე“ წერს.
„საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე სანამ ის პატიმრობაშია და მოვუწოდებთ მათ უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო დახმარება”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.