საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე – Freedom House

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, – ამის შესახებ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ი „ტვიტერზე“ წერს.

„საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე სანამ ის პატიმრობაშია და მოვუწოდებთ მათ უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო დახმარება”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share