1822 წელს შოტლანდიის მაცხოვრებელმა, ვინმე გრეგორ მაკრეგორმა განაცხადა, რომ ჰონდურასის ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნის – პოიასის პრინცია. მისი მონაყოლიდან გამომდინარე ირკვეოდა, რომ პოაისი ზღაპრული, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მხარეა, რომელსაც ინვესტორები და მოსახლეობა სჭირდება.
იმ პერიოდში შოტლანდიაში პოპულარული იყო ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ინვესტიციების დაბანდება, თანაც, შოტლანდიას საკუთარი კოლონია არ ჰქონდა, ამიტომ პოიასი შოტლანდიელებისთვის მიმზიდველი იდეა აღმოჩნდა.
სინამდვილეში, პოიასი გრეგორ მაკგრეგორის ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუმცა, გრეგორი იმდენად პროფესიონალურად მოქმედებდა, რომ მის მონაყოლში ეჭვი არავის ეპარებოდა.
ფსიქოლოგების განმარტებით, თაღლითები ადამიანის მოსატყუებლად ორ ფსიქოლოგიურ ხერხს
მიმართავენ : ალფა ტაქტიკას და ომეგა ტაქტიკას.
პირველი ხერხის მიზანია იდეის, პროდუქციის ან სხვა საგნის მიმზიდველობის გაზრდა. თაღლითი გთავაზობთ საინტერესო წინადადებას, ყვება რატომ არის ის უნიკალური, რატომ ხართ იდეალური კანდიდატი მის განსახორციელებლად, რა სარგებელს მოიტანს და აშ.
მეორე ხერხის გამოყენების დროს კი, თაღლითი გარწმუნებთ, რომ ბევრ შეცდომას აიცილებთ ცხოვრებაში, თუ ამ იდეას განახორციელებთ.
ფსიქოლოგების ცნობით, ორივე ტაქტიკის ერთდროულად გამოყენებით, თაღლითი იდეა ადამიანისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება.
სწორედ ამ ხერხს მიმართა შოტლანდიელმა თაღლითმა გრეგორ მაკრეგორმა, რომელმაც თავისი იდეის პროპაგანდის დროს, რამდენიმე გავლენიან გამოცემას მისცა ინტერვიუ. ის ყვებოდა, რომ პოიასის პროექტში ფულის დაბანდება ან იქ გადასახლება მხოლოდ ჭკვიან და ძლიერ ადამიანს თუ შეუძლია.
გრეგორის დაბეჭდილი, გამოგონილი ქვეყნის, ბანკნოტები
გრეგორ მაკგრეგორმა მიმართა ფსიქოლოგიურ მიდგომას, რომელშიც მეცნიერები 6 მთავარ პრინციპს გამოყოფენ: ურთიერთსარგებელი (შენ ჩემთვის აკეთებ – მე შენთვის), თანმიმდევრულობა (მე ამაში გუშინაც ვიყავი დარწმუნებული და დღესაც ვარ), სოციალური აღიარება (ამით შენ გარკვეულ სოციალურ ჯგუფში დაიკავებ ადგილს), მეგობრობა ან სიმპატია, ასევე დეფიციტი (მალე ამის გაკეთებას ვეღარ შეძლებ) და ავტორიტეტი (ვიცი, რასაც გეუბნები).
მაკგრეგორის პროპაგანდამ იმდენად კარგად იმუშავა, რომ არარსებულ ქვეყანაში ჩასვლის მსურველებმა 200 ათასი ფუნტი გაიღეს, რაც დღეს მილიონობით აშშ დოლარი იქნებოდა.
1822 და 1823 წელს მაკგრეგორმა ჰონდურასში 250 შოტლანდიელი ჩაიყვანა.
ისინი იმედგაცრუებას ვერ მალავდნენ, როცა დაინახეს, რომ “ზღაპრული მხარე” სინამდვილეში უდაბნოა.
პოიასი არაარსებული ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც გრეგორ მაკგრეგორის ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ ინვესტორებისა და გადასახლებული შოტლანდიელებისთვის უკვე გვიანი იყო. საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო, მათი უმრავლესობა ჰონდურასში დაიღუპა, გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი.
ტყუილის გამო, გრეგორ მაკგრეგორი ციხეში მოხვდა, თუმცა, მოგვიანებით საფრანგეთში გაიქცა.
ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ შოტლანდიელმა თაღლითმა იქაც დაიწყო პოიასის რეკლამირება და ახალი ექსპედიციების ორგანიზება. საოცარია ისიც, რომ “პაიასით” კვლავ უამრავი ადამიანი დაინტერესდა, რომელიც ზღაპრულ მხარეში გასამგზავრებლად მზად იყო.
საფრანგეთის პოლიცია რომ არა, შოტლანდიელი თაღლითი ჰონდურასში ახალ ექსპედიციას ჩაიყვანდა. სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ რას წარმოადგენდა სინამდვილეში პაიასი. როცა აღმოჩნდა, რომ მსგავსი ქვეყანა არ არსებობს, გრეგორ მაკგრეგორი ციხეში აღმოჩნდა.
გათავისულების შემდეგ გარეგორი კარაკასში გაიქცა, სადაც 1845 წელს გარდაიცვალა.
პოიასი კი, რომელიც უამრავი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა, დღესაც ჰონდურასის მიტოვებული მხარეა, სადაც არავინ ცხოვრობს.
“ოლნიუს”