პუტინი უკრაინაში შეჭრის წლისთავს “ლუჟნიკებზე” კონცერტით აღნიშნავს – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
RBC-ს ინფორმციით, აქცია-კონცერტი 22 თებერვალს გაიმართევა და მასში სავარაუდოდ პუტინის მიიღებს მონაწილეობას, თავისი სიტყვით გამოსვლით. ეს ინფორმაცია კრემლს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ცნობისთვის, პუტინი ბოლოს ლუჟნიკის სტადიონზე გასული წლის 18 მარტს გამოვიდა სიტყვით, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ. კონცერტში მასთან ერთად მისი პროპაგანდისტები და კარის მომღერლები მონაწილეობდნენ და ის ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავს მიეძღვნა.