EU-ს 27 ქვეყნის პირველი პირი პირდაპირ სთხოვს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი გადაწყდეს – ჩალაძე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის თქმით, საერთაშორისო ზეწოლა შედეგს გამოიღებს და ქართულ ოცნებას დათმობებზე წასვლა მოუწევს. სხვა შემთხვევაში კი აშშ, ევროკავშირი და სხვა ევროპელი პარტნიორები საქართველოს სამუდამოდ დაუხურავენ კარს და ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოექცევა.

“ევროკავშირის 27 ქვეყნის პირველი პირი ცალსახად, პირდაპირ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება მოკლე დროში და მიეცეს პოლონეთში გადაყვანის საშუალება. ეს არის პირდაპირ, ხაზგასმით მოთხოვნა ქვეყნისადმი და ისინი უსმევენ აქცენტს ერთ საკითხს, საქართველოს პრეზიდენტის სიკვდილი გამოიწვევს ეჭვქვეშ დაყენებას საქართველოს ურთიერთობების აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროპულ ჩვენს პარტნიორებთან . მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩვენი დიპლომატების ძალას წინ ვერ დაუდგება ერთი რუსული ქვეყნის საფრთხეები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების, ქართული ოცნების წარმომადგენლების პირიდან ჟღერს.”, – ამბობს ჩალაძე 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share