უკრაინაში დაღუპული ორივე ქართველი მებრძოლის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს.
გია ბერიაშვილის ცხედრის გამოყვანა თანამებრძოლებმა გუშინ შეძლეს, დავით რატიანის ცხედართან მიახლოებას კი ინტენსიური დაბომბვის გამო, ვერ ახერხებდნენ.
“გუშინ ირპენში, ორკებთან შეტაკების შემდეგ, სადაც საერთაშორისო ლეგიონის ქვედანაყოფმა 3 ბმდ და შესაბამისი ცოცხალი ძალა გაანადგურა, ოპერაციიდან გამოსვლისას, ნაღმტყორნების ცეცხლის შედეგად ჩვენი ძმები, უმამაცესი ქართველი მეომრები, დავით რატიანი და გია ბერუაშვილი დაიღუპნენ.
დაახლოებით 6 საათი სამი ჯგუფი ვეძებდით მათ ტყეში… ვიპოვეთ. ორივე ვაჟკაცი გამოყვანილია.
მალე გადმოვასვენებთ საქართველოში და ღირსეულად მივაბარებთ მშობლიურ მიწას.
დავით! ბერო! ამ ომს ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ! გპირდებით!
ოდესმე შევხვდებით და ბევრ რამეს მოგიყვებით! მიყვარხართ, ძმებო… დროებით…”, – წერს დავით ქაცარავა Facebook-ზე.