რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს

ინფორმაციას უკრაინული დამოუკიდებელი მედია Hromadske ავრცელებს.

როგორც თავად უკრაინული მედია წერს, ისინი ვიქტორია როშინას 12 მარტიდან ვერ უკავშირდებოდნენ. შემდგომ კი მათ წყაროებმა შეატყობინეს, რომ ვიქტორია როშინა ოკუპირებულ ბრედიანსკი იმყოფებოდა. მედიის ცნობით, 16 მარტს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორია რუსეთის ФСБ-მ დააკავა. ამჟამად მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

უკრაინული მედია Hromadske მოუწოდებს უკრაინულ და საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციულად და ქმედებებით ჟურნალისტის გათავისუფლების საკითხში ჩაერთონ.

ვიქტორია როშინა უკრაინული მედია Hromadske-ს ჟურნალისტია. ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ცხელ წერტილებში იმყოფებოდა და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ვიდეოებს იღებდა და სტატიებს წერდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share