ოზურგეთის სოფელ ლიხაურში “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ხეების მოჭრა ისევ გრძელდება, მძიმე წონიანი მანქანებით კი დამზადებული საშეშე მასალები გააქვთ.
როგორც გარემოს დაცვითი ორგანიზაცია “ეკოს” დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე ამბობს, მიუხედავად არა ერთი მოთხოვნისა, მათ პასუხს არ აძლევენ თუ რატომ იჭრება ეს ხეები, ან სად მიაქვთ დამზადებული საშეშე მასალა:
”დღისით ვეღარ ბედავენ და ღამით გააქვთ მოჭრილი ხეები სოფელ ლიხაურიდან-მაკვანეთის მიმართულებით.
მდინარე აჭის წყლის ზოლზე, ნიაბაურის მიმართულებით ხეები დაიბელება, არ მოვჭრითო-განაცხადა ჩემთან საუბარში კომპანია ” ენერგო-პროს” ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელმა. ნაცვლად 80 კბმ. მხოლოდ 50 კბმ. მოიჭრებაო.
ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებში ჭრიან.
ლიხაური-მაკვანეთის საზღვარზე ვცხოვრობ და ამ ღამით ზუსტად 3 გზა გააკეთა სატვირთომ სავსემ მოჭრილი ხეებით.
გურიის სატყეოში ვასაწყოებთო. შევამოწმებთ სად ,რას ასაწყოებენ.
ოფიციალურ წერილზე კომპანიის მთავარი ოფისიდან ჯერ პასუხი არ მიგვიღია.მოვითხოვეთ ყველა ნებართვა და დოკუმენტაცია პროექტის განხორციელებისა.
სოფელ ლიხაურის შემდეგ, სხვა სოფლებშიც გადავლენ და ყველა იმ სოფელს აითვისებენ, სადაც მათი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის.
ხოლო ძაბვის ხაზების ნაწილი კომპანიას რეგისტრირებული არ ააქვს.
ჩვენი მოთხოვნა იყო და არის! გადაიბელოს ხეები და მხოლოდ გამხმარი ხეები მოიჭრას!” – წერს ირმა გორდელაძე.