გამოაცხადებს თუ არა ძებნას პროკურატურა პრეზიდენტის ბიძაზე? დღეს ირაკლი შოთაძის უწყებამ თემურ ალასანიას წინაღმდეგ თაროდან 10 წლის წინანდელი საქმე ჩამოიღო. ალასანია სასამართლოში ფულის გათეთრების დღემდე უცნობ საქმეზე დაიბარეს, თუმცა პრეზიდენტის ბიძა დაკითხვაზე არ მივიდა.
პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2012 წლის საქმეზე, რომელიც ეხება დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის მითვისებას, თუმცა, რა სტატუსით დაიბარეს დღეს გამოკითხვაზე თემურ ალასანია, პროკურატურა არ აკონკტრეტებს.
თემურ ალასანიას ადვოკატის, ბექა ბასილაის ინფორმაციით, თემურ ალასანია 2 დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. ასწორედ ამის გამო არ მვიდა სააკაშვილის ბიძა სასამართლოში დღეს დანიშნულ გამოკითხვაზე.
ბექა ბასილა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა.
თემურ ალასანიამ საქართველო უკვე დატოვა. საააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოსული გაეროს განიარაღების დეპარტამენტის ყოფილი შეფი, თემურ ალასანია, ამერიკაში დიდი გავლენებით სარგებლობს. ის პროკურატური სამიზნე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გახდა.