,,საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება”, ,,თავისუფლება-მშვიდობა, არანაირი მაგრამ”, საქართველოს ევროატლანტიკურ კურს ვერ აგარევინებთ”, – ამ შინაარსის ტრასფარანტებით ოზურგეთში, ,,ალტ ინფოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა მდუმარე აქცია-პერფომანსი გამართეს.
შეკრებილების განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია. მათივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობას და მის ევროპულ მომავალს საფრთხეს პრორუსული ძალები უქმნიან.
„ აქ ვართ იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებელი ქვეყნისთის და დამოუკიდებელი ქვეყანისთვის ბრძოლის უპირველესი ეტაპი არის ის ,რომ საქართველოში პრორუსულ ძალებს არ მივცემთ მათი იდეოლოგიის გავრცელების საშუალება და ყოველდღე ვუთრათ, რომ ჩვენი ქვეყნის კურსი პროდასავლურია“, – განაცხადა აქციის მონაწილე თამარ მიქაძემ.