პარტია „საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ფავლენიშვილი „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ხმაური და დაპირისპირება ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბერდია სიჭინავას რეპლიკას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა ხელოვნურადაა წამოწეული „ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” მხრიდან, უპასუხა და აღნიშნა, რომ ბერდია სიჭინავა, 20 ივნისის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ბერდია სიჭინავა „უზრდელი და პროვოკატორია”. ბერდია სიჭინავამ კი აღნიშნა, რომ ის საკუთარი წარსულით ამაყობს.
„თვალთხარიას ეძახი ადამიანს და გიორგი გახარიაზე საუბრობ და ვინ არის პროვოკატორი. ვინ დათხარა ბიჭო თვალები, მე დავთხარე? ვამაყობ ჩემი წარსულით თუ გაინტერესებს”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ბერდია სიჭინავას ფიზიკური შეურაცხყოფის ინსცენირება სურს და ამ მიზნით „პროვოკაციულ და უზრდელურ განცხადებებს აკეთებს”.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა კამათისა და დაპირისპირების ფონზე სტუდია დატოვა.