დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი კულტურის სამინისტროს გენინსპექციის მიერ, პრეზიდენტის სასახლიდან ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის გატანის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„აფსუს თეა წულუკიანს დროში და ეპოქაში როგორ არ გაუმართლა… წარმოიდგინეთ თეა წითელი სამკლაურით, ტყავის ქურთუკით, ხის კაბურიდან ნახევრადამოღებული მაუზერით შედის პრეზიდენტის რეზიდენციაში, გამოაქვს ნახატები და მერე თავმჯდომარეობს “ტროიკის” სხდომას! ტროცკიზმი ხელოვნებაში, ბურჟუაზიული გადმონაშთებით ტკბობა და მსგავსი ბრალდებები რა მჭახე და ომახიანად გაისმოდა მის გამოსვლაში. აფსუს ბიჭო როგორ აცდა მაგ დროს. რეებს იზამდა და რა იაფად გამოდის ეხლა. მარტო ნახატების გატანა უხერხულია თეა, სულ ეგაა კაცო? დავიჯერო მეტი არ შეგიძლია?“ – წერს ალეკო ელისაშვილი.