“როცა ენმ-ს დაბრუნების შანსი ნულთან ახლოს იქნება – პოლიტიკიდან წავალ”- ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ახლა განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი.
“ჩემთვის მდგომარეობა, რომ მშვიდად წავიდე სახლში არის ის, თუ გინდათ, რადიკალად შემრაცხეთ, რომ, როგორც კი მე დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი თავი დამიჭერია, რომ მიფიქრია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო… მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. მე პოლიტიკაში ჩავები. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, ისე რომ ვერავინ ვერც მომხსნიდა, უცბად გადავწყვიტე, დავბრუნდე საქართველოში და შევუერთდე იმ პატარა, სულ პატარა პარტიას [თავისუფალ დემოკრატებს], რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ…”