“ეს იყო მორიგი მავნებლობა, ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დონის საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაყენებლად და გზავნილის მისატანად პარტნიორებისა და მსოფლიოსადმი” – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლას.
მისი თქმით დღეს საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მიიტანს მთავარ გზავნილს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო მორალურად და რატომ სჭირდება პრაგმატულად დასავლეთს საქართველოს შეყვანა მის უსაფრთხოების სისტემაში, ნატოში ნებისმიერი ფორმით, რატომ არის ჩვენი ადგილი იქ და რატომ არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესი, არამედ დასავლეთისაც.