ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის 1905 წლის 18 დეკემბრის არჩევნების შედეგად ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობა ე.წ. „გურიის პარლამენტი“, რომლის ხმოსნებმა თავიანთი შემადგენლობიდან ოზურგეთის ქალაქის თავად ერთხმად აიჩიეს მიხაკო (მიშო, მიხეილ) ახალაძე.
.
გ. ზატერიანის „გურიის რესპუბლიკის“ მიხედვით – პირველი რაც გააკეთა ახალაძემ გახლდათ ის, რომ ქალაქ ოზურგეთის ეკლესიის მღვდელს დუმბაძეს აუკრძალა რუსეთის იმპერატორის და მისი ოჯახის წევრების ლოცვებში მოხსნიება, ამასთანავე დაემუქრა, რომ თუ მის ბრძანებას არ შეასრულებდა მღვდელს მოკლავდა.
.
როგორც ჩანს მღვდელმა ლოცვებში რუსეთის იმპერატორი და მისი იჯახი მაინც მოიხსენია, რის გამოც შეიარაღებული ახლაძე ეკლესიაში შევადნილა დანაპირების შესასრულებლად, მაგრამ მღვდელს ეკლესიის დატოვება მოუსწრია.
.
ვესტნიკ პილიციის 1911 წლის ნომერში გამოქვენებულია შემდეგი ინფორმაცია – „15 სექტემბერს სენატში განიხილეს ცნობილი „მოღვაწის“ მიხეილ ახლაძის საკასაციო საჩივარი, რომელსაც ტიფლისის სასამართლო პალატამ მიუსაჯა კატორღა 6 წლის ვადით.
.
ოზურგეთში მცხოვრები ახალაძე იყო სოციალდემოკრატიული პარტიის გურიის კომიტეტის წევრი, რომლის განკარგულებაში იყო იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების საწყობი. 1905 წელს ახლაძე აწყობდა მიტინგებს და გამოდიოდა მგზნებარე სიტყვებით. შემდეგში კი „წითელასეულელებთან“ ერთად აწყობდა თავდასხმებს პლასტუნი-კაზაკებისა და სტრაჟნიკების რაზმებზე.
.
იგი მისი მოკვლის მუქარით პროტორეი დუმბაძისაგან ითხოვდა უარი ეთქვა იმპერატორის და სამეფო ოჯახის წევრების ლოცვებში მოხსნიებაზე. მღვდელმსახური არ ახალაძეს დანებდა, რის შემდეგაც ახალაძემ გადაწყვიტა მუქარის სისრულეში მოყვანა, ბერდანკებით შეირაღებული ახალაძე და მისი ერთი „ამხანაგი“ შეიჭრნენ ეკლესიაში, მაგრამ მათ ეკლსიაში სისხლის დაღვრა ვერ შესძლეს.
.
ახლაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა“
.
Вестник полиции 1911 г. 29 сентября №39
Гуріиская Республика – Г. А. Затерянный 1911 г.
.
კარლა სერენას გრავიურა – ოზურგეთის ეკელსია (ილუსტრირებული გერმანული ჟურნალი – Globus: illustrierte Zeitschrift für Länder- und Völkerkundebooks – 1885)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა