კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ურჩევენ საკვები სპეციალურად არ ჭამოს. ამის შესახებ ხაინდრავამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
„რასაც საკუთარ შვილს, თანამებრძოლს და სექტის ლიდერს უკეთებენ, ამას ხომ ადამიანი ადამიანს არ გაუკეთებს, იმიტომ, რომ ესენი ეუბნებიან არ ჭამოო, არ მიაქვთ ის, რაც საჭიროა. ქალბატონმა ნინომ [ნადირაძე] ბრძანა, რომ კალორიული საჭმელი არ მიაქვთ. მე ხომ ვიცი კარგად ვინ არის, რა არის [სააკაშვილი], მისი ჭამა მაქვს ნანახი. ნიდერლანდების სამეფოში ვიყავით, დედოფალთან ერთად სუფრაზე ვისხედით. სად წავსულიყავი არ ვიცოდი“, – ამბობს ხაინდრავა.