„ოცნების“ მომხრეებო მინდა გითხრათ, ცივილიზაციურ დაპირისპირებებში, სამხედრო დაპირისპირებებში დასავლეთი ჯერჯერობით, არასოდეს არ გამოსულა. ცუდი დღეები გელით“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ხელისუფლებიდან მშვიდობიანად, წასული მხოლოდ და მხოლოდ არის „ნაციონალური მოძრაობა“.
გუბაზ სანიკიძე, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართავს და აცხადებს, რომ მათ ცუდი დრო ელით და ყველაზე ცუდად დაამთავრებენ მმართველობას.
„საქართველოს უახლოეს ისტორიაში არჩევნებით, მშვიდობიანად, წასული არის ხელისუფლებიდან მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა მაგალითი ჩვენ არ გვაქვს. ხელისუფლება ვერ ხედავს რა სხვაობაა მშვიდობასა და ომს შორის. დასავლეთი დღეს ომობს, დასავლეთი დღეს არის იარაღასხმული.
„ოცნების“ მომხრეებო მინდა გითხრათ, ცივილიზაციურ დაპირისპირებებში, სამხედრო დაპირისპირებებში დასავლეთი ჯერჯერობით, არასოდეს არ გამოსულა. რომ დაგემხობათ თავზე ყველაფერი და საკუთარ ბედ-იღბალზე ჩაფიქრებულებს გიხილავთ მერე გვიან იქნება, თუმცა მოგეხმარებით აუცილებლად, იმიტომ, რომ უახლოეს თვეებში, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე გადაწყდება ომის ბედი და მიუნხენის კონფერენციამაც ამაზე კიდევ ერთი დასტური განაცხადა, რომ ომი უნდა მოიგოს უკრაინამ და რუსეთი უნდა დამარცხდეს, პუტინი უნდა შეიცვალოს, წინასწარ გეუბნებით „ოცნების“ ამომრჩევლებს, თქვენ გელოდებათ დიდი ფსიქოლოგიური უფსკრული. ცუდი დღეები გელოდებათ.
„ოცნების“ დეპუტატს ზოგს ნანახიც არ ჰყავს ივანიშვილი, ტელეფონზე რომ დაურეკოს რომელიმეს, შეიძლება ემოციებისგან ინფარქტმა დაარტყათ. ამ ომს შედეგები ექნება. ეს ომი, როდესაც დამთავრდება უკრაინის ოლიგარქები გადაიქცევიან მდიდარ ადამიანებად. რა თქმა უნდა, ეს ომი მოლაპარაკებით დამთავრდება.
პუტინი 2-3 დღეში აპირებს აფხაზეთის და ცხინვალის მიერთებას. ახლა რომ მიიერთებს აფხაზეთს და ცხინვალს მერე რას აპირებთ?! გიფიქრიათ ამაზე? არ გაღიზიანება აქამდე მიდის! აფხაზები უფრო მამაცები არიან რუსეთთან დაკავშირებით, ვიდრე ჩვენ ქართველები. „ქოცებო“! „ო“ როგორი ცუდი დრო გელით! სამწუხაროდ, ყველაზე ცუდად დაამთავრებთ ქართულ ხელისუფლებებში. ისტორია გაგამათრახებთ.
ჩვენი მოსახლეობის ნახევარი არის ბარბაროსი, გამოქვაბულში ცხოვრობს და უნდა იქ იცხოვროს. „ქოცების“ ბირთვული ამომრჩეველი, ზის გამოქვაბულში და მთელ სამყაროს ესვრიან ქვებს იქიდან. აი ასეთი მდგომარეობაა დღეს“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.