საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა, 75 წლის უკრაინელმა მომღერალმა სოფია, როტარუმ, ემირატებში დაგეგმილ, რუსების კორპორატიულ საღამოზე მიწვევას და 100 000 ევროს ოდენობით ჰონორარზე უარი განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ, რუსმა მომღერალმა ანა კალაშნიკოვამ, რუსულ გამოცემა „PROZvezd“ – თან ინტერვიუში განაცხადა.
ჩემი მეგობრები ემირატებში გასვლით საღამოს გეგმავდნენ, რომელიც ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღეს ეძღვნებოდა და ძალიან გვინდოდა მისი საყვარელი მომღერალი, სოფია როტარუ მიგვეწვია, ჰონორარიც სოლიდური იყო 100 000 ევრო, რაც ამ დროის მონაცემებით 7 000 000 რუბლია, თუმცა მან, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო უარი განაცხადა“, – ამბობს კალაშნიკოვა.
ცნობისთვის, როტარუ ერთ-ერთი პირველი ცნობადი სახე იყო, რომელმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ, რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და აქტიურად ჩაერთო უკრაინელი სამხედროების დასახმარებელ ღონისძიებებში, გარდა ამისა, ბოლო პერიოდში მას კონფლიქტური სიტუაცია შეექმნა, რუსეთის სახალხო არტისტ, ირინა ალეგროვასთან, რომელსაც მომღერალმა, რუსეთის მხარდაჭერის გამო, პირადი მტერი უწოდა და ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა.