ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ცნობით, 2022 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ საქართველოს 29 000-მა შესახებ განაცხადა, რაც საქართველოსთვის 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
EUAA-ის ცნობით, მათგან 2022 წელს განაცხადი პირველად საქართველოს 26 400-მა მოქალაქემ გააკეთა, განმეორებით კი 2 397-მა. თავშესაფრის მიღებაზე დადებითი პასუხი კი მათგან 4%-მა მიიღო.
შედარებისთვის, კოვიდპანდემიის დაწყებამდე 2019 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 22 118-მა მოქალაქემ გააკეთა.
წყარო: EUAA
EUAA-ის ცნობით, 2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარი ჯამში 966 000-მა ადამიანმა მოითხოვა, მათი უმრავლესობა სირიიდან, ავღანეთიდან და თურქეთიდანაა. 2021 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადების რაოდენობა 21%-ითაა გაზრდილი.
ამ რიცხვში არ შედიან უკრაინის მოქალაქეები. 2022 წლის 4 მარტს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დროებითი უსაფრთხოების დირექტივის ფარგლებში, დაახლოებით 4 მილიონმა უკრაინელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი თავშესაფარი დაჩქარებული წესით მიიღო.